გუშინ, გვიან ღამით, ათონელის რეზიდენციასთან მიმდინარე ე.წ. ზებრების აქციაზე, დემონსტრანტებს ავტომობილი განზრახ დაეჯახა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ავრცელებს.
მისივე ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“მარიამ მეყანწიშვილი გადაიყვანეს სასწრაფოში, მანამდე გონი დაკარგა ორჯერ. მეორე დაზარალებულიც, ლიზი უბილავა, ამ წუთას წაიყვანა სასწრაფომ. პოლიციამ გვითხრა, რომ განზრახ დაჯახების ფაქტი “გადაცემულიაო” შესაბამის ადგილასო. გამოძიება დაიწყო თუ არა, არ ვიცით”. – წერს OC Media-ს – დირექტორი და ფოტორეპორტიორი, მარიამ ნიკურაძე.