ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს – აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
“თურქეთი ღრმად შეშფოთებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმის შესაძლო შედეგებით. მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტის გლობალურ დონეზე ესკალაცია გამოიწვიოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კატასტროფული სცენარი განხორციელდეს. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები და თავი აარიდონ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის შემდგომი დანაკარგები და ნგრევა. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავის გადაჭრის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მხარეებს შორის დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის მცდელობებს. თურქეთი მზადაა, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები და შეიტანოს კონსტრუქციული წვლილი“ – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.