სამ ირანულ წყაროზე დაყრდნობით, „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ „ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მისი მკვლელობის შემთხვევისთვის თავის პოსტზე სამი კანდიდატი სასულიერო პირი შეარჩია.“
აღნიშნული გამოცემის ინფორმაციით, აიათოლამ შერჩეული კანდიდატები მაღალი რანგის სასულიერო პირები არიან.
ასევე მას შერჩეული ჰყავს სამხედრო მეთაურების შემცვლელები იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის ოპერაციას დამატებით სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპებან.
როგორც მედია იუწყება, ხამეინი მიწისქვეშა ბუნკერს აფარებს თავს და თავის სამხედრო მეთაურებს ნდობით აღჭურვილი პირის შუამავლობით ეკონტაქტება.