„რადიო მარნეულის” ცნობით, მარნეულში, ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე, 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ წითლაურმა გამოაცხადა.
როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) მუხლით, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობდა.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.