Friday, June 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მალე გაჩვენებ სეირს!“ – რა მიმართვას ავრცელებს თემურ ქათამაძე?

June 20, 2025
“სამშობლოსთვის ბრძოლის შეწყვეტა აღარ შემომთავაზოთ” – თემურ ქათამაძე  წერილის ავრცელებს

„ბათუმელები“ „ბათუმელი მედროშის“, თემურ ქათამაძის მიმართვას ავრცელებს.

„ჩემო თანამებრძოლო დებო და ძმებო!

ლაჩრულად, ვერაგულად მე კი გამიტაცეს – გამაგდეს ჩემი სათაყვანებელი საქართველოდან, მაგრამ ყველამ იცოდეს, მე ფარ-ხმალი არ დამიყრია! ჯერ ადრეა დანებება! ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ თქვენ გვერდით ვარ, უფრო გაძლიერებული, უფრო გაბრაზებული და რაც მთავარია, სრულიად თავისუფალი!

ჩემი ბრძოლა სამშობლოსთვის აქედანაც გაგრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე! თუმცა ჩემი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სხვა და უფრო ეფექტიანი ფორმებით მანამ, სანამ ყველა ერთად დედა-სამშობლოში გამარჯვებას არ ვიზეიმებთ.

11 ივნისს 03:07 საათზე საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხმამაღლა რაც დავპირდი მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, თემურ ცერცვაძეს, ჩემი უკანონო ექსპტრადირების დამსწრეს 100-მდე (ქართველი-თურქი) მილიციელის წინაშე ჩემი მარჯვენა მუშტის მაღლა აწევით, მალე შევასრულებ იმ პირობას, როგორც “ჯინიანი ქართველი”: ივანიშვილის რუსულ რეჟიმს: მალე გაჩვენებ სეირს!

მხოლოდ ერთი პირადი სათხოვარი მაქვს თქვენთან, ჩემი სული და გული, ჩემი ნინო მარტო დამრჩა იქ და უსინდისოებს მიზანში ჰყავთ აყვანილი. ნინო არ დამიტოვოთ უყურადღებოდ. ჩემს დაბრუნებამდე მას ეპატრონეთ, გთხოვთ.

რაც შეეხება ჩემს მთავარ სათხოვარს თქვენთან, ის ისევ უცვლელი რჩება: არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ! (საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე)

თქვენი ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე.

20 ივნისი, სტამბოლი“, – აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, თემურ ქათამაძეს საქართველო 11 ივნისს დაატოვებინეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ისრაელის თავდასხმებმა, შესაძლოა, ეს გამოიწვიოს…“ – რას აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი?
  • ვახო სანაია 4 000 ლარით დააჯარიმეს – საქმის დეტალები
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge