თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში აშშ-ს ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს.
„იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ არსებობს მოლაპარაკებების ხელშესახები შანსი, რომელიც შესაძლოა შედგეს ან არ შედგეს უახლოეს მომავალში, მე ჩემს გადაწყვეტილებას, ჩართვა-არ ჩართვაზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ“, – ციტირებს ტრამპს ლივიტი.