ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მიზნების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, ისრაელის მთავარი მიზანი ბირტული პროგრამის შეჩერებაა.
ნეთანიაჰუმ ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ს შესაძლო ქმედების თაობაზე. ისრაელის პრემიერმა თქვა, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია.
„ჩვენი მთავარი მიზანია ბირთვული პროგრამის შეჩერება და მისი, როგორც საფრთხის, აღმოფხვრა. მეორე მიზანია ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარების შეჩერება, ასევე მისი, როგორც საფრთხის აღმოფხვრა. ამ პროცესში ცხადია, რომ რეჟიმი დესტაბილიზაციას განიცდის – ვუტევთ მთავრობასთან დაკავშირებულ სამიზნეებსა და ძალაუფლების ცენტრებს. ეს ნახეთ მაუწყებლობის ცენტრის შემთხვევაში და კიდევ ბევრი რამ გველოდება წინ. თუმცა, რეჟიმის შეცვლის საკითხი, პირველ რიგში, ირანელ ხალხზეა დამოკიდებული – ეს შეიძლება იყოს შედეგი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ოპერაციის აშკარა მიზანი. სურს თუ არა ომში მონაწილეობა, ეს ტრამპის გადასაწყვეტია, ის გააკეთებს იმას, რაც საუკეთესოა შეერთებული შტატებისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც საუკეთესოა ისრაელისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.