“ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ 70 წელს გადაცილებული ადამიანი მოხვდება ჩვენთან და იქიდან გამოვა ცოცხალი… ” – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის გადაცემაში “სხვა შუადღე” განაცხადა.
როგორც გადელიამ გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან თავის დაღწევის საშუალება ვაქცინაციაა.
„ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ 70-75 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელიც თუნდაც ჩვენთან (კლინიკაში) მოხვდება, რომ იქიდან ცოცხალი გამოვა. და ის ადამიანები, ვისაც სურთ, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალონ და ეს თქვენ ფსიქოლოგიურ შვებას მოგცემთ, კი ბატონო, გვლანძღეთ.
აიცერით ახლავე და აცერით თქვენი მშობლები, ბებია-ბაბუები. იქნებით მშვიდად, რომ თქვენ რაც შეგეძლოთ გააკეთეთ… მოდიან და ამბობენ – ბაბუა მომიკლეს, დედა მომიკლეს, მოჰყავთ 75 წლის ოჯახის წევრი, რომელსაც არც აცრა აქვს ჩატარებული და თანმხლები დაავადებები აქვს, პირველივე დღიდან რომ რეანიმაციაში მოხვდება, აი, ჩვენ რას შეგვიძლია?!” – ამბობს დავით გადელია გადაცემაში “სხვა შუადღე”.