Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მომრავლდნენ თუ არა გველები საქართველოში და როგორ უნდა დავიცვათ თავი – ჰერპეტოლოგი “მეტრონომთან”

June 18, 2025
მომრავლდნენ თუ არა გველები საქართველოში და როგორ უნდა დავიცვათ თავი – ჰერპეტოლოგი “მეტრონომთან”

მომრავლდნენ თუ არა ქვეწარმავლები საქართველოში და როგორ უნდა დავიცვათ ტერიტორია გველებისგან – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მეტრონომი” ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელს ესაუბრა. მან ასევე განმარტა ქვეყნის რომელ ნაწილში გვხვდება გიურზა:

როგორი ვითარებაა წელს საქართველოში გველების გავრცელების კუთხით – გაიზარდა თუ არა ქვეწარმავლების რაოდენობა?

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ისეთი სურათი იხატება თითქოს სერიოზულ მომრავლებასთან გვაქვს ადგილი. ეს აჟიოტაჟი თავისთავად გამოწვეულია მოსახლეობაში ინფორმაციის მასიური გავრცელებით. ვინც გველს ნახულობს მაშინვე სურათს უღებს და აქვეყნებს და ეს ინფორმაციები დიდ მასაზე ვრცელდება.

წელს ოდნავ მომატებულია ქვეწარმავლების რაოდენობა. შარშან შემოდგომაზე კლიმატურმა პირობებმა თაგვების გამრავლება გამოიწვია, სექტემბერი- ოქტომბრის თვეში. ეს ის პერიოდია, როდესაც იჩეკებიან გველის წიწილები და ამ დროს მასიურად იკვებება, რომ ზამთარი გადაიტანოს. ანუ ეს ზამთრის წინა პერიოდი გველებისთვის იყო ძალიან კარგი. ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა და თაგვების მასიურმა გამრავლებამ გველს ხელი შეუწყო, რომ ზამთარი იოლად გადაეტანა. აქედან გამომდინარე, მომატებულია პოპულაცია ოდნავ. ეს შესამჩნევი არ არის ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ვინც ამ თემით არ არის დაინტერესებული, მაგრამ შესამჩნევია სამეცნიერო საზოგადოებისთვის – განაცხადა “მეტრონომთან” შოთა ზანდუკელმა.

ქვეყნის რომელ ნაწილში გვხვდება გიურზა?

გიურზა საქართველოში ყველაზე შხამიანი გველია, თუმცა მსოფლიოს ყველაზე შხამიანი გველების 50-ეულშიც არ არის. დაკბენა ძალიან იშვიათად ხდება ჩვენთან და ლეტალურად თითქმის არ მთავრდება. არ გვაქვს სიკვდილიანობა, ალბათ ბოლო 15 წლის განმავლობაში.

გიურზა ბინადრობს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, კახეთში, თბილისის სამხრეთით და ქვემო ქართლში. ჭარბად გვხვდებიან ბოლნისსა და დედოფლისწყაროში, უდაბნოებში, როგორიცაა გარეჯის უდაბნო. თბილისის სამხრეთ ნაწილში გვხვდება გიურზა. მაგალითად, აეროპორტის დასახლება, აეროპორტის ტერიტორია, აფრიკა, ფონიჭალა, კრწანისი.

მიუხედავად იმისა რომ დიდი მანძილი ჩამოვთვალე დაკბენები თითქმის არ გვაქვს. გიურზა საშიშია, თუმცა არ ნიშნავს იმას რომ მისი შხამი ადამიანს აუცილებლად მოკლავს – აღნიშნა მან.

როგორ დავიცვათ ტერიტორია გველების მომრავლებისგან?

გველების საწინააღმდეგოდ, გოგირდის და რეზინის დაწვა, შხამქიმიკატების მოსხმა, აპარატების გამოყენება, რომელიც ვითომ ვიბრაციას და ულტრაბგერებს გამოსცემს, არცერთი მათგანი არ არის ეფექტური. ერთადერთი არის გარემოს მოვლა. უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს მოვლილი გარემო, არ უნდა იყოს მაღალი ბალახი, მოუვლელი ბუჩქები, კედლებზე მიშვებული სუროები, ასევე არ უნდა იყოს დაყრილი ნივთები მიწაზე, მაგალითად სამშენებლო მასალა. არ უნდა იყოს მიშვებული წყლები ეზოებში – განაცხადა ჰერპეტოლოგმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ანტვერპენში, ავტობუსით მგზავრობისას, საქართველოს მოქალაქე მგზავრებს თავს დაესხა – დაიღუპა 1, დაშავდა 2 ადამიანი
  • განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე – ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები
  • ავარია ფოთი-ჭალადიდის გზაზე – არიან დაშავებულები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge