Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ამისთვის წლების შემდეგ მომავალი თაობა გვეტყვის მადლობას“ – რას ამბობს კახა კალაძე?

June 18, 2025
„იმით კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ, 6 მილიარდი 30 წლის განმავლობაში რომ დახარჯეს საქართველოში, უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ პარტნიორობისათვის“ – კალაძე აშშ-ზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები წარადგინა.

მან ასევე ისაუბრა ავარიული სახლების ჩანაცვლების ინოვაციურ პროგრამაზე.

„დედაქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობაა. ჩატარებული მოკვლევის მიხედვით, 10 000-მდე ასეთი საცხოვრებელი კორპუსია, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. ეს პროგრამა გვაძლევს საშუალებას, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ავარიული სახლები”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ურბანული განვითარების პოლიტიკის მეორე მიმართულება დაუმთავრებელი მშენებლობებია. მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში კი, 12 000 ოჯახი დაკმაყოფილდა.

„მეორე მიმართულებაა დაუმთავრებელი მშენებლობები. ამ მიმართულებით მუშაობა როდესაც დავიწყეთ 12 000-მდე ოჯახი დაფიქსირდა ანალოგიური პრობლემის მქონე. ესენი იყვნენ სამშენებლო კომპანია “სვეტის”, “ოლიმპიური ვარსკვლავის”, “ცენტ პოინტის” და ა.შ. მიერ დაზარალებულები. ჩვენ ხელი მოვკიდეთ ამ პრობლემას და 12 000 ოჯახი გავაბედნიერეთ. ბევრს გადაეცა საცხოვრებელი სახლები, ნაწილი სამშენებლო ეტაპზეა“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ტაქსების რეფორმაზე.

“მულტიმოდალური ქუჩებისადმი თავიდან სკეპტიკური დამოკიდებულება იყო. პირველი კითხვა, რაც როგორც დედაქალაქის მერს დამისვეს, ეს იყო ამ გადაწყვეტილებებში ხომ არ იქნებოდა პოლიტიკური მდგენელი გათვალისწინებული. ასეთი სიახლისადმი ყოველთვის ჩნდებიან უკმაყოფილო ადამიანები და პოლიტიკოსები ყოველთვის ყოყმანობენ პროექტის ბოლომდე მიყვანაზე. ჩემი პასუხი იყო: თუ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სწორ პოზიციას დავიჭერდით და ეს ასეც მოხდა. ეს ქალაქი ყველასია, იქნება ეს ავტომობილის მქონე თუ ქვეითი. ამისთვის წლების შემდეგ მომავალი თაობა გვეტყვის მადლობას“, – თქვა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მუსიკოსი დადა დადიანი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • მომრავლდნენ თუ არა გველები საქართველოში და როგორ უნდა დავიცვათ თავი – ჰერპეტოლოგი “მეტრონომთან”
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge