“მადლობა უფალო ამ ქვეყანაში სამეგრელო რომ არსებობს და ქვეყნის ბედი რაჭაში არ წყდება” – ნიკა გვარამია ალეკო სარდანაშვილის აღნინულ კომენტარს “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს:
“სამწუხარო სიმართლეა. თუმცა, სამწუხაროდ, მარტო რაჭაზე არ ვრცელდება. კიდევ უფრო სამწუხაროდ, სამეგრელო ჯერ ერთადერთია, ვისზეც ამას ვიტყოდით.
P.S. ხო მართლა. ძვირფასო ჩემო რაჭავ და მშობლიურო თლუღო, არ მინდა ასეთი დაბეჩავებული, გაყიდული და დაცემული გნახო. მირჩევნია, ბავშვობის ფერად მოგონებებში დარჩე, როგორც საოცნებო და ზღაპრული კუნძული. აწი მე მანდ ჩამომსვლელი არ ვარ. ბევრი არ დაგაკლდებათ, მართალია. მაგრამ მაინც. თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე. არ მინდა ამის ყურება. ეგერ მაქვს ჩემი თავისუფალი, ამაყი და დიდი მომავლის სამეგრელო. ისედაც ბევრი დრო დავკარგე მის გარეშე და ზედმეტად ბევრი დავახარჯე რაჭაზე და მის ქება-დიდებაზე”, – წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი დასძენს:
“მანდ ბავშვის გაშვება საერთოდ საშიში მგონია. მედროვეობის და უპრინციპობის უნივერსიტეტია ეგ ჩვენი რაჭა.
საშიში რა, კი არ შეჭამონ. მარა რა უნდა ისწავლონ იქ, სადაც ალექსანდროულის ფასის გამო ქვეყანას ყიდიან? კარგი არაფერი.
გული რაჭაზე ეტკინოს და მთელი ქვეყნისთვის რო, დასაცინი გახდა, იმაზე. არაფერს არც ახსენებენ მოსყიდვის და გაფარჩაკების სიმბოლოდ, რაჭის გარდა. მარნეული, გარდაბანი, ახალქალაქი და ნინოწმინდა არ ხსენებულა. აკენწლილი აქვს რაჭა ყველას. პირველ რიგში, რაჭველებს.
120% აიღო ოცნებამ. ხალხს, რომელსაც ერთი კილო ალექსანდროულის და ხვანჭკარას ფასის გარდა არაფერი აინტერესებს, ის ხალხი არავის უნდა აინტერესებდეს.
სამეგრელოს არავინ არასდროს თავს არ გადაყოლია. და რაც გაიარა კიდევ, დამოუკიდებლობის განმავლობაში, რაჭას იმის მეასედი რომ გაევლო, ახლა იქ სულიერი აღარ იცხოვრებდა”, – წერს გვარამია სოციალური ქსელის მომხმარებელთა საპასუხოდ.
