Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს?..“ – რას აცხადებს ირაკლი ზარქუა?

June 18, 2025
„ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს?..“ – რას აცხადებს ირაკლი ზარქუა?

დღეს დილით საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა.

სალჩო „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია.“

აღნიშნულს „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა ეხმაურება.

„ვინ ეკითხება კონკრეტულ საელჩოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას, მერამდენედ ვაცხადებთ ამას. ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ ვის მოვიწვევთ და ვის არა, ეს ნონსენსია. ახლა ჩვენ რომ მოვითხოვოთ, რომ აი, იქ არასწორად ჩატარდა არჩევნები და იქ ადგილობრივი დამკვირვებლები აბა, ჩვენ უნდა დავაფინანსოთ, ხომ სიგიჟეა?! და რატომ აძლევს ბრიტანეთის საელჩო თავს უფლებას ამ სითავხედეს, მე ვერ გავიგე.

არსად, არცერთ ფორმატში, რაც აქამდე ჩატარებულა ადგილობრივი არჩევნები, ეუთო/ოდირი არ ყოფილა მოწვეული. ეს პრაქტიკა არის ასე ჩვენთანაც და სხვაგანაც. მეორე, ჩვენ ვის მოვიწვევთ და ვის არა, ეს ჩვენი გადასაწყვეტია და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვით ადრე გაიგებთ. მესამე, ბრიტანეთის საელჩო და მისი ელჩი, რომელიც თურმე მედიამონიტორინგის ხასიათით აფინანსებდა რადიკალებს, აფინანსებდა „ნაცმოძრაობის“ ხუთ ნომერს, რაღაც ორგანიზაცია ჰქონია, აფინანსებდა საია-ს, რომელიც დღემდე არალეგიტიმურს გვეძახის და მიტინგზე იდგა, რომ დავამხოთ ეს ხელისუფლებაო; აფინანსებს ოპოზიციური ლიდერების ორგანიზაციებს და დასკვნა რა უნდა დადონ ამათმა, რომლებიც დღემდე გვეძახიან არალეგიტიმურს და რაღაც გაუგებარ სიტყვებს. ე.ი ხელოვნურად ხდება. მთავარი ამოცანა რა არის, მიზანი რა არის ეს უნდა ვთქვათ. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი ქვეყნის სამეზობლოში სახელმწიფო არ დარჩა ცეცხლის ალში რომ არ იყოს გახვეული, ამიტომ გარკვეულ ჯგუფებს უნდათ, რომ ისევ გააცოცხლონ ეს მეორე ფრონტის თემა, გარკვეულ ჯგუფებს და დიდ სახელმწიფოებს უნდათ, რომ საქართველო გახდეს პოლიგონი საომარი მოქმედებების, როგორც უკრაინა. ამისთვის ცდილობენ, ადგილობრივ არჩევნებზე ეს უსამშობლოები ჩართონ, აატრიალონ ისევ ქვეყანა, ქაოსში შეიყვანონ და შემდეგ თავიანთი აგენტურა დასვან. ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ზარქუამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი – რა წერია დოკუმენტში?
  • „ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ…“ – ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ს აფრთხილებს
  • „ნეთანიაჰუმ ტირან ჰიტლერს, დიდი ხანია, გადაასწრო…“ – რას აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge