ექიმი, თამარ ჟამურაშვილი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, უბრალოდ ნაცნობებო და უცნობებო, ძალიან ვწუხვარ იმის თაობაზე, რასაც ეხლა გამცნობთ, მაგრამ დროებით უნდა დაგემშვიდობოთ.
ვფიქრობ, კოვიდ-ი საკმარისად გავიცანით, შევისწავლეთ და წესით მისი მართვა დღეს პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს!
მთავარია გაიდლაინებით ვიხელმძღვანელოთ და საკუთარ გამოცდილებას, რომელიც კოვიდ-თან მიმართებაში არ გვაქვს (!), არ დავეყრდნოთ!
ამ გვერდზე ბევრი სასარგებლო ინფორმაციაა, განსაკუთრებით ჩემი ბოლო ეთერი დიანა ტრაპაიძესთან, რომელშიც სრულყოფილად არის კოვიდ-ის ამბულატორიული მართვა განხილული. გადახედეთ, კვირის ბოლომდე, სანამ გვერდი დაიბლოკება, სურვილის შემთხვევაში გაქვთ საშუალება გააზიაროთ/დააკოპიროთ.
ყველას, უკლებლივ ყველას პირველ რიგში ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ!!!
წარმატებები!!!,” – დაწერა თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში.
