Tuesday, June 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საქართველოში უცხოელებისთვის სამუშაო უფლების მიღების წესი გამკაცრდება – რა იცვლება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში?

June 17, 2025
საქართველოში უცხოელებისთვის სამუშაო უფლების მიღების წესი გამკაცრდება - რა იცვლება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში?

„ქართული ოცნება“ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ამკაცრებს.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი.

ამასთან, დამრღვევი მიგრანტებისთვის ჯარიმა შემოდის, ხოლო დამსაქმებლებისთვის – იზრდება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია (რომელსაც ახორციელებს ამ უცხოელის დამსაქმებელი). ამავდროულად, კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმებს, რომლითაც შრომის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვა უცხოელისთვის საქართველოში დასაქმებაზე.

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად:

. შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი;
შემუშავდება აღნიშნული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები;
. დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა (ისეთი შემთხვევები, როდესაც არ გვაქვს კლასიკური დასაქმება);
. შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები
და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები;
. გაიზრდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებით, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე;
. დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო საქმიანობას;
. საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების სრულყოფილად დარეგულირდება და მართვის მიზნით განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები და ფუნქციები.

გათვალისწინებულია კანონის 2026 წლის 1 მარტს ამოქმედება.

ამასთან, რეგისტრირებულმა შრომითმა იმიგრანტებმა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტში რეგისტრაციის სტატუსი აქვთ აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, უნდა მოიპოვონ სპეციალური სამუშაო უფლება და შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.

რაც შეეხება ჯარიმებს:

.ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
.ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა შრომითი იმიგრანტისთვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
.თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა – გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

განმეორებით დარღვევებზე ჯარიმის თანხა გაორმაგდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
  • “ჩვენი მოთმინება იწურება”- დონალდ ტრამპი მიმართვას ავრცელებს
  • “აი, ასე ივლიან ქოცები ერთმანეთის დასასმენად… ყველაფერს იკადრებენ თავის გადასარჩენად”- ვიკა ბუკია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge