ზაფხულში მოსალონდელ ამინდთან და ტემპერატურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, “მეტრონომი” მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ესაუბრა.
როგორც კობა ფარტენაძე ამბობს, ხვალიდან მთელ ქვეყანაში გამოიდარებს და არამდგრად ამინდს სტაბილური ტემპერატურა ჩაანაცვლებს.
მთელ ქვეყანაში ხვალიდან გამოიდარებს. დღეს არსებული სიტუაცია, არამდგრადი ამინდი და დროგამოშვებით წვიმა, ასევე გრილი ტემპერატურული ფონი, უკვე ხვალისთვის შეიცვლება საკმაოდ მაღალი, ზაფხულისთვის დამახასიათებელი ტემპერატურით.
28-30 გრადუსი იქნება სანაპირო კურორტებზე, ასეთივე ტემპერატურა იქნება აღმოსავლეთ და დასავლეთ დაბლობზე, 4 -5 დღის განმავლობაში მოსალოდნელია მზიანი ამინდი.
ზაფხული იქნება ისეთივე, როგორიც გასულ წლებში იყო, განსხვავებული არაფერი – ნალექების რაოდენობა მინდინარე წლის ზაფხულში იქნება ნორმის ფარგლებში, არ გამოვრიცხავ ცალკეულ დღეებში ძლიერ ნალექს და ქარს, მაგრამ უმეტესად ზაფხული იქნება ტემპერატურის მხრივაც და ნალექის მხრივაც ნორმის ფარგლებში.
ზაფხულის მანძილზე, ცალკეულ დღეებში, შესაძლოა იყოს 40 გრადუსი, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ნორმა, რადგან აქამდე უფრო მაღალი ტემპერატურაც დაფიქსირებულა.
ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში ჩვეულებრივ მოიმატებს ტემპერატურა, თუმცა არ დაფიქსირდება ისეთი მოცემულობა, რაც აქამდე არ იქნება.