“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ევროკავშირის კოვიდ სერტიფიკატს შეუერთდა 18 ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა!
ჩვენი სამეზობლოდან არიან: სომხეთი (გვაჯობეს), თურქეთი და უკრაინა!
საქართველოში არსებული ვაქცინებიდან მხოლოდ “ფაიზერით” აცრილები არიან აღიარებული, როგორც ვაქცინირებული პირები, მაგრამ ქართულ “ელექტრონული კოვიდ სერტიფიკატს” იუსტიციის სახლში რომ იძლევიან (ესეც წინა საარჩევნო დიდი სისულელეა, არაპროფესიონალიზმის კიდევ ერთი დადასტურება), არის მხოლოდ ქაღალდ-მატარებელში და ელექტრონული საბუთის გაკეთება მაინც გიწევთ ინდივიდუალურად.
დღეს ევროპაში ელექტრონული კოვიდ საშვის გარეშე ვერ შეხვალთ: კინოში, მუზეუმში, რესტორანში, კაფეს ტერასაზე და ასე შემდეგ…
ჯანმრთელობის ელექტრონული პირადი ბარათი – ეს არის 21 საუკუნის ნორმა, საქართველოში კი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ვართ.
სახელმწიფო გაჯარიმებს, თუ გადახვედი ჯანდაცვის მართვის ელექტრონულ სისტემაზე და მოითხოვს ქაღალდზე ხელით წერას და ბეჭედს…
არაპროფესიონალიზმი კლავს”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
https://ec.europa.eu/…/eu-digital-covid-certificate_en…
https://mix.metronome.ge/23116-2/