“მეტრონომი” ზაფხულში გახშირებულ ინფექციებთან დაკავშირებით, ინფექციონისტ, ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.
ალექსანდრე გოგინავას თქმით, არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბაქტერიულ/ინფექციური დაავადებები.
“არსებობს მალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც უმაცივროდ და მათ შორის მაცივარშიც, საკმაოდ მალე ფუჭდება.
მაგალითად, ესენია: რძისპროდუქტები – კვერცხი, მაიონეზი, ან პროდუქტი, რომელიც შეიცავს ამ ინგრედიენდებს, შესაძლოა, რომ ის მარტივად გაფუჭდეს და უკვე გახდეს საზიანო.
აუცილებელია, რომ დაცული იყოს პროდუქტის შენახვის წესები. ეს ეხება დაწესებულებებსაც, სადაც ვყიდულობთ აღნიშნულ პროდუქტებს, რადგან შესაძლოა ადამიანი იცავდეს ყველანაირ წესს, თუმცა პროდუქტი მანამდე იყოს შენახული წესების დარღვევით.
თავიდან რომ ავირიდოთ მოსალოდნელი გართულებები, სახელმწიფოს დონეზე უნდა მიმდინარეობდეს დაწესებულებების მონიტორინგი” – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.