Friday, July 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზაფხულის სეზონური საფრთხეები – ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “მეტრონომთან”

June 16, 2025
ზაფხულის სეზონური საფრთხეები –  ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “მეტრონომთან”

“მეტრონომი” ზაფხულში გახშირებულ ინფექციებთან დაკავშირებით,  ინფექციონისტ, ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, ზაფხულის პერიოდში ყველაზე საყურადღებოა ის ინფექციები, რომლებიც იწვევენ კუჭნაწლავის ტრაქტის დაზიანებას, ანუ გასტროენტერიტები და ენტეროკოლიტები, – ვირუსული და ბაქტერიული ტოქსინებით გამოწვეული ინფექციები, რომლებიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტს აზიანებენ.

რომელი დაავადებები/ინფექციები აქტიურდება ზაფხულის პერიოდში?

მრავალფეროვანი ინფექციები შეიძლება შეგვხვდეს ზაფხულის პერიოდში, მაგრამ ყველაზე მეტად საყურადღებოა ინფექციები, რომლებიც იწვევენ კუჭნაწლავის ტრაქტის დაზიანებას, ანუ გასტროენტერიტები და ენტეროკოლიტები, – ვირუსული და ბაქტერიული ტოქსინებით გამოწვეული ინფექციები, რომლებიც აზიანებენ ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

ეს დაავადებები განსაკუთრებით აქტუალურია ზღვის სეზონზე, რადგან მათი გავრცელება, როგორც წესი, ხდება კონტაქტური გზით და ამას ხელს უწყებს ის, რომ ვერ ხდება ჰიგიენური ნორმების დაცვა. მნიშვნელოვანია, პროდუქტებთან მიმართებაში მათი სწორად შენახვა/გამოყენება იმ ვადაში, რა ვადაშიც ეს არის აუცილებელი.

შესაბამისად, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მალფუჭებადი პროდუქტები და ზაფხულის პერიოდში მჭიდრო კონტაქტები, არის მიზეზი იმისა, რომ ზაფხულში ბევრი ნაწლავური ინფექცია და საკვებისმიერი ინტოქსიკაციაა გახშირებული.

რა სიმპტოპები ახასიათებს ინფექციურ დაავადებებს?

ასეთ დაავადებებს ახასიათებს ცხელება, გულის რევა, ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. გარკვეულ შემთხვევაში, ეს სიმპტომები საჭიროებს ექიმთან მიმართვიანობასაც, განსაკუთრებით ეს აუცილებელია მაშინ, როცა ადამიანები რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან – ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და მცირეწლოვანი ბავშვები.

ზემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობაში, შესაძლოა, განვითარდეს დეჰიდრადაცია, ანუ გაუწყლოება.  შესაბამიად, შესაძლებელია, რომ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნას, ამიტომ აუცილებელია, რომ ამ კონტიგენტის ადამიანებმა მიმართონ ექიმს.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ აღნიშნულ დაავადებებს?

მკურნალობას რაც შეეხება, რეკომენდირებულია სითხეების მიღება, რომელიც ყველა ასაკში ინდივიდუალურია. თუ სიმპტომები ეხება ასოკობრივ ჯგუფს და ეს სიმპტომები ხანგრძლივია, მაშინ აუცილებელია ყველა ადამიანმა მიმართოს სპეციალისტს.

რომელი პროდუქტების მიღებაა საშიში ზაფხულის სეზონზე?

არსებობს მალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც უმაცივროდ და მათ შორის მაცივარშიც, საკმაოდ მალე ფუჭდება.

მაგალითად, ესენია: რძისპროდუქტები – კვერცხი, მაიონეზი, ან პროდუქტი, რომელიც შეიცავს ამ ინგრედიენდებს, შესაძლოა, რომ ის მარტივად გაფუჭდეს და უკვე გახდეს საზიანო.

აუცილებელია, რომ დაცული იყოს პროდუქტის შენახვის წესები.  ეს ეხება დაწესებულებებსაც, სადაც ვყიდულობთ აღნიშნულ პროდუქტებს, რადგან შესაძლოა ადამიანი იცავდეს ყველანაირ წესს, თუმცა პროდუქტი მანამდე იყოს შენახული წესების დარღვევით.

თავიდან რომ ავირიდოთ მოსალოდნელი გართულებები, სახელმწიფოს დონეზე უნდა მიმდინარეობდეს დაწესებულებების მონიტორინგი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამ ინიციატივით მივმართავ ხელისუფლებას”- რას სთავაზობს ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნებას”
  • “ობლად გაზრდილი, პატიოსანი ახალგაზრდა იყო…“ – ცნობილია, ადიგენში მოკლული ბიჭის ვინაობა
  • პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს – ცნობილია მიზეზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge