ირანმა ისრაელზე კიდევ ერთი მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა.
როგორც უცხოური მედია წერს, თავდასხმის მთავარი ობიექტები იყო თელ-ავივი და ქალაქი ჰაიფა, სადაც მდებარეობს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, მსხვილი პორტი და საზღვაო-სამხედრო ბაზა.
არსებული ცნობებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო დაშავდა 60-ზე მეტი.