ახალგაზრდა კაცი, უდანაშაულო ადამიანი 4 წლით და 6 თვით ჩასვით ციხეში, იმის მაგივრად რომ ახლა ლექციებზე დადიოდეს […] დარწმუნებული ვარ, თქვენს გარშემო ბევრი ხალხია ვინც გეკითხებათ – რისთვის?! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოსამართლე ნინო გალუსაშვილის მისამართით განაცხადა.
“ქალბატონო ნინო, ის საქმე, რაზეც თქვენ გადაწყვეტილება გამოიტანეთ და ახალგაზრდა ბიჭი, მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით არაფრის გამო ჩასვით ციხეში, მხოლოდ იმიტომ რომ პოლიტიკასთან შემხებლობაში იყო ეს საქმე. ჩემი საქმეც პოლიტიკურია და სხვა საქმეები, რასაც იხილავთ პოლიტიკურია, აქედან გამომდინარე, ობიექტურობის მოლოდინი ისეთიც არ გვქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ ვერ იქნებით ობიექტური იმავე პოლიტიკურ საკითხთან შემხებლობაში მყოფ საქმეებში, ამიტომ, ვფიქრობ, სწორი იქნება აცილება დააკმაყოფილოთ, დაისვენოთ, გამოუშვათ სხვა მოსამართლე და სტრესიც შეიძლება აირიდოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ცხოვრებისეული სტრესი უკვე გაქვთ, ახალგაზრდა კაცი, უდანაშაულო ადამიანი 4 წლით და 6 თვით ჩასვით ციხეში, იმის მაგივრად რომ ახლა ლექციებზე დადიოდეს […] დარწმუნებული ვარ, თქვენს გარშემო ბევრი ხალხია ვინც გეკითხებათ – რისთვის?!” – თქვა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, 19 ნოემბრის აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.