ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“კორონავირუსის ფარული ტარება, დამალვა და საზოგადოებაში მოძრაობა, როცა პირი ინფორმირებულია, რომ დაინფიცირებულია – არის მოქალაქეობრივი და ადამიანური უპასუხისმგებლობა, ასევე – დიდი ბოროტება. თუ ეს უკანასკნელი თვისებები ადამიანს თანდაყოლილი არ აქვს, შევახსენებ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ იმ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, მათ შორის, პატიმრობას.
სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლი – განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა!
მუხლი 247 – სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი
გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება!
მუხლი 248 – სანიტარიულ – ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა!”, – წერს კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, stopcov.ge -ზე დღეს განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს კიდევ 49 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 58 291 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 465, „პისიარ“ ტესტით – 21 826.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,33%, ბოლო 14 დღის – 9,13%, ბოლო შვიდი დღის – 9,46%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 732 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 673 640 გამოჯანმრთელდა, 10 185 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 986 729 აცრა, დღიურად აცრილია 3 868.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 546 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 091 პირი.
ამასთან, 2 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 223 პაციენტი, გარდაიცვალა 47.
https://mix.metronome.ge/23114-2/