adjaratv.ge-ს ცნობით, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა ორი.
თვითმხილველების თქმით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.