“ოცნებამ” დასავლეთთან დაპირისპირებით და დიქტატურისკენ სვლით ყველანაირი წითელი ხაზი გადალახა”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი წლების განმავლობაში იმისთვის იბრძოდა, რომ “რუსეთის გავლენის სფეროდან გასულიყო”, თუმცა მერაბ მეტრეველის განმარტებით, “ქართულმა ოცნებამ” წინაპრების სისხლის ღვრას ხაზი გადაუსვა და საზოგადოებას ღიად უთხრა, რომ საქართველო “რუსეთს თავს ვერ დააღწევს”.
“ოცნებამ განსაკუთრებით 2022 წლის, 2023 წლის მერე, როდესაც დაიწყო დასავლეთთან დაპირისპირება და დაიწყო ფართო ნაბიჯებით სვლა დიქტატურისკენ, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახა და ყოველ დღე ახალ ახალ წითელ ხაზს ლახავს. შეუძლებელია შენ იგივე პოზიცია გქონდეს “ოცნებასთან” დაკავშირებით, რომელიც 2022 წლამდე გქონდა. მან ისეთი წითელი ხაზები გადალახა, რომლის გამოც ჩვენ 30 წელი ვიბრძოდით. ამ ქვეყანამ სისხლი ღვარა, რათა როგორმე რუსეთის გავლენის სფეროდან გავსულიყავით. ამდენი უბედურება გადავიტანეთ და “ოცნებამ” გვითხრა, რომ დამთავრდა ეს ოცნება, აღარ არსებობს, რუსეთს თავს ვერ დავაღწევთ.” – განაცხადა მერაბ მეტრეველმა.