თბილიში ერთობის მარში იმართება.
მარშის მონაწილეები წვიმის და უამინდობის მიუხედავად, ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრა მაინც მოახერხეს. აქციის მთავარი მიზანი მათე დევიძის და სხვა პოლიტპატიმრების მხარდაჭერა იყო.
მოქალაქეები ამბობენ, რომ სინდისის პატიმრებს მარტო არ დატოვებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” გადადგეს.
“ჩვენი მიზანია, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ თაობაზე, რომ დიქტატორული რეჟიმი მყარდება, რომელმაც პატარა მათე დევიძე გამოკეტა ციხეში 4 წელზე მეტხანს და აუცილებელია მოქმედება, აუცილებელია, რომ ქვეყანა გავათავისუფლოთ ამ რეჟიმისგან, – ამბობს აქციის მონაწილე.
ერთობის მარშის მონაწილეები მომდევნო დღეებშიც აპირებენ თბილისის უბნებში მსვლელობებს და საზოგადოების ინფორმირებას იმ პროცესების შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება. მარშის მონაწილეებმა დაარიგეს გაზეთებიც, სადაც სინდისის პატიმრების წერილები იბეჭდება.
უკვე დაანონსებულია, რომ 15 ივნისს კანცელარიასთან მასშტაბური აქცია გაიმართება.