საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განცხორციელებულ შეტევას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ისრაელმა დაარტყა აქაური დიქტატორის მოკავშირეს, ირანს.
ამავე დროს, ეს არის ძალიან დიდი კონფლიქტის დასაწყისი. ამ პირობებში, საქართველოს დატოვება ეფექტური მთავრობის გარეშე, შეიცავს სასიკვდილო საფრთხეს საქართველოს არსებობისთვის.
დღეს საქართველოს, მთავრობა კი არა, მთელი დემოკრატიული სამყაროს მიერ გარიყული კრიმინალთა დაჯგუფება მართავს.
ამიტომ მხოლოდ ერთიანობა და შეტევითი ქმედებები გადაგვარჩენს ამ სიტუაციაში“, – აღნიშნულია პოსტში.
შეგახსენებთ, ისრაელმა დღეს განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.
ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.