მთავრობამ უმაღლესში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია შეიმუშავა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძის 2024 წლის საქმიანობის მოხსენებაშია აღნიშნული.
დოკუმენტშის მიხედვით, უნივერსიტეტში ჩარიცხვის სისტემა მრავალკომპონენტიანი იქნება. მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი რასაც ეს სისტემა მოიცავს იქნება მე-12 კლასის გამოცდები შერჩეულ საგნებში.
„შემუშავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს.
საანგარიშო პერიოდში მომზადდა ახალი სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფცია და ტექნიკური სპეციფიკაციების აღმწერი დოკუმენტი,“- წერია მოხსენებაში.