გორის რაიონში, მდინარე ლიახვში, სოფელ თედოწმინდის მიმდებარედ, 16 წლის მოზარდი დაიღუპა, – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
არსებული ცნობებით, შემთხვევა გუშინ, 12 ივნისს მოხდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.