ირანის შეიარაღებული ძალების ძალების პრესსპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ ირაელის მიერ განცხორციელებული თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ირანის შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას“, – განაცხადა მან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას გაეცანით ბმულზე
შეგახსენებთ, ისრაელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.
ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.