გიორგი გახარიას” პარტია საქართველოსთვის” მათე დევიძის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადება სრულად:
“დღეს, 21 წლის მათე დევიძეს მურუსიძის სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ დროს კი, არც ერთი ნიღბიანი მოძალადე, რომელიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ, არ დასჯილა; ქვეყანას უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო ახალგაზრდები ტოვებენ.
დღეს „ოცნების“ დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ.
უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე აუცილებლად დაისჯება. ვერავინ შეძლებს ამ მძიმე დანაშაულებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!
თავისუფლება მათე დევიძეს! სოლიდარობა და გამძლეობა მის ოჯახს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
2024 წლის ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 21 წლის სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.