“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ში საქართველოს ახლადდანიშნული ელჩის, თამარ ტალიაშვილის მეუღლე ქართული წარმოშობის რუსი ადვოკატი დავით კუხალაშვილია.
“რამდენიმე წლის წინ, ეგვიპტეში რუსულმა თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. რუსეთის მხარემ უჩივლა ეგვიპტეს. რუსული მხარის ადვოკატი იყო ქართული წარმოშობის რუსი ადვოკატი დავით კუხალაშვილი. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთში ადვოკატურაში მუშობას აზრი არ აქვს, თუ სისტემასთან შეკრული არ ხარ. და სახელმწიფო ადვოკატად თუ გქირაობს, საერთოდაც, სისტემის ნაწილი ხარ.
დავით კუხალაშვილი თამარ ტალიაშვილის ქმარია – საქართველოს ახალდანიშნული ელჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში”- წერს ნიკა გვარამია.