მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა სხდომათა დარბაზში. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაკავების დღიდან დაიწყება. წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო საბოლოო სასჯელს გამოექვითება.
დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.