„ქართულმა ოცნებამ“ თავისი წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს უჩივლა.
მათ შორის არიან ელენე ხოშტარია, ვახო სანაია, ვიკა ბუკია, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი თუმასიანი, ანა სუბელიანი, მარიამ გეგუჩაძე სხვები.
ამასთან დაკავშირებით, „ფორმულას“ წამყვანმა, ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„მაგრად მკიდია თქვენი ,,სასამართლო”. რაც გინდათ, ის გადაწყვეტილება გამოაცხადეთ და აღასრულეთ. სულ ფეხებზე მკიდია, ჯარიმა იქნება თუ პატიმრობა. თუ საქმე გაქვთ, კი იცით, როგორ უნდა მომძებნოთ. ჩემი ნებით მანდ არ გესტუმრებით. არც მაგ ,,კანონს” ვცნობ, არც მაგ ,,მართლმსაჯულებას”, არც ამ რეჟიმს“, – წერს სანაია.