„ქართულმა ოცნებამ“ თავისი წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს უჩივლა.
მათ შორის არიან ელენე ხოშტარია, ვახო სანაია, ვიკა ბუკია, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი თუმასიანი, ანა სუბელიანი, მარიამ გეგუჩაძე სხვები.
აღნიშნულს სოციალური ქსელით პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ეხმაურება.
„უნდა შედგეს კარგი მამა-პაპური გინების ტექსტი, ჩამოთვლილი უნდა იყოს ადრესატები, ალბათ დაახლოებით ასამდე მონა და გავრცელდეს ინტერნეტით პეტიციის ფორმით, რომელსაც ხელს მოაწერს ასეულ ათასობით ადამიანი. სდიონ მერე ყველას:)
მათ მიერ მიღებული კანონები უკანვე უნდა შევუბრუნოთ:
-ტვ იმედის და სხვა პროპაგანდისტული არხების “უკანონო” გამონათქვამებზე უნდა შევიდეს ასობით საჩივარი მარეგულირებელ კომისიაში,
-ქოცების მიერ კონკრეტული პირების მისამართით გამოთქმული და დაწერილი უცენზურო (შეურაცმყოფელი) გამონათქვამები უნდა გასაჩივრდეს.
ფარსად უნდა ვუქციოთ ეს პროცესი.
ცოტა კრეატიულობა უნდა გამოვიჩინოთ“, – წერს გოცირიძე.