Monday, December 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

ვი­საც და­ა­ვი­წყდა, დროა გა­იხ­სე­ნოს, სა­ნამ კი­დევ ერთი ტრა­გე­დია მომ­ხდა­რა – ჩერგოლეიშვილი

November 1, 2021
“გამოთაყვანდა… ამ დებილობებით აბოლებს” – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

“ტა­ბუ­ლას” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ჟურნალისტი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით წერს:

“სა­ა­კაშ­ვი­ლი და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი­ვით კი­დია სა­ქარ­თვე­ლოს თავ­ზე.

ჩემს პერ­სო­ნა­ლურ გრძნო­ბებ­ში არ არის საქ­მე – მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის იქ­ნე­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რად მძი­მე მი­შას სიკ­ვდი­ლი. ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კი­დევ ერთი დევ­ნი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სიკ­ვდი­ლი. მე მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ის ცი­ხე­ში არ მოკ­ვდე­ბა. ოღონდ მე ასე­ვე მჯე­რო­და, რომ ის ხან­გრძლი­ვად ცი­ხე­ში წას­ვლის­თვის მზად არ არის და არ ჩა­მო­ვი­დო­და, მაგ­რამ შევ­ცდი – ჩაჯ­და არა­ჟ­ნის ტრა­ი­ლერ­ში და ჩა­მო­ვი­და.

თუ ჩემი შეგ­რძნე­ბა მარ­თა­ლი იყო, მიშა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ცი­ხის­თვის მზად არაა და ურ­ჩევ­ნია მოკ­ვდეს – მე არ ვიცი, მას რო­გორ უნდა და­ვეხ­მა­როთ. რამ­დე­ნიც არ უნდა ვამ­ტკი­ცოთ, რომ მისი სიკ­ვდი­ლი ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან მძი­მე და­ღად დარ­ჩე­ბა და ამა­ში მარ­თლე­ბი ვიქ­ნე­ბით – ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს ეს ქვე­ყა­ნა არ ადარ­დებს, ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი ხში­რად ერ­თმა­ნეთს გა­მო­რი­ცხავს.

ამი­ტომ ისევ სა­ა­კაშ­ვილს თუ ვთხოვთ, რომ ქვე­ყა­ნა­ზე იფიქ­როს – შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტოს, ეს ქვე­ყა­ნა ტრავ­მე­ბის­გან და­იც­ვას და ცო­ცხა­ლი იყოს. და კი­დევ ერთი: ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცუ­დია რაც ახლა “ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში” ხდე­ბა, მი­შას ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­დე­საც მი­შას ხელ­ქვე­ი­თე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს მი­შას ერ­თგუ­ლე­ბა­ში ეჯიბ­რე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს ლან­ძღა­ვენ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ, აბ­რა­ლე­ბენ, რომ ვი­ღა­ცე­ე­ბი მი­შას­თვის სა­თა­ნა­დოდ არ იბძრვი­ან და რა­ღაც მზა რე­ცეპ­ტე­ბი არ­სე­ბობს.

მი­შას რო­ლის არა­ა­დეკ­ვა­ტურ­მა შე­ფა­სე­ბამ, ამ ავად­მყო­ფურ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბამ, უნ­დობ­ლო­ბამ, მი­შას წო­ნით სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­დი­დე­ბის და სხვი­სი გა­ნად­გუ­რე­ბის ჟინ­მა იმა­ზე მეტი და­ა­ა­შა­ვა, ვიდ­რე თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ.

მე არ ვიცი, სა­ა­კაშ­ვი­ლი რამ უფრო მე­ტად და­ა­ზი­ა­ნა – ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა, თუ სა­კუ­თარ­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ მნიშ­ვნე­ლო­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას სა­ა­კაშ­ვი­ლით ცდი­ლობ­დნენ და ცდი­ლო­ბენ.

ვი­საც ახლა, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი გულ­გრი­ლო­ბა ბრალ­დე­ბა და ვი­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის ღა­ლატ­ში ამ­ხე­ლენ, ეგ ხალ­ხი ცოტა ხნის წინ ჩვენ გვამ­ხელ­და ღა­ლატ­ში. მაგ­რამ ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.ვი­საც ყური აქვს, უნდა შე­ის­მი­ნოს, რომ ასე­თი ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვი­საა პირ­ველ რიგ­ში ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და და­ა­ზი­ა­ნა კი­დეც.

ვი­საც ყური აქვს, უნდა შე­ის­მი­ნოს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯერ ადა­მი­ა­ნია და მე­რეა ვი­ღა­ცის კერ­პი – მა­საც ისე­ვე შივ­დე­ბა, მა­საც ისე­ვე წყურ­დე­ბა, მა­საც ისე­ვე ეში­ნია, ისიც ისე­ვე იბ­ნე­ვა, მა­საც ისე­ვე ეტი­რე­ბა, მა­საც ისე­ვე არ აქვს გა­მო­სა­ვა­ლი, მა­საც ისე­ვე შე­იძ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს “გეგ­მა”, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა მოკ­ვდავს. მისი ადა­მი­ა­ნუ­რი მხა­რის და­ვი­წყე­ბამ, მტკი­ცე­ბამ, რომ “მიშა უშეც­დო­მოა”, მტკი­ცე­ბამ, რომ “მიშა მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­თვის და­ი­ბა­და” გა­მო­იწ­ვია ეს სი­გი­ჟე და ვი­საც და­ა­ვი­წყდა, დროა გა­იხ­სე­ნოს, სა­ნამ კი­დევ ერთი ტრა­გე­დია მომ­ხდა­რა”, – წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში.

https://mix.metronome.ge/23063-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 7 პირი დააკავეს დახურულია 12 ობიექტი – შსს
  • მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge