ცოტა ხნის წინ, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საელჩოს უწევს გააუქმოს საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები.
აღნიშნულს „ქართული ოცნების“ წევრი, გია ვოლსკი გამოეხმაურა.
„რასაკვირველია, გრანტის გაცემას მივესალმებით მაშინ, როდესაც ეს საარჩევნო სისტემას ეხმარება, მაგრამ გრანტის გაცემა მაგალითად, „ისფედზე“ უნდა იწვევდეს დამატებით კითხვებს, რადგან „ისფედი“ იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ამახინჯებდა მონაცემებს და შედეგ შეცდომებს არ აღიარებდა, რადგან შემდეგ რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო. ბრიტანეთის ელჩმა იჩქარა თუ არა, შეცდომა მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, არ ჩაეთვალა არანაირ პოზიტივში, კონსტრუქციულობაში, რაც ელჩს ევალება. მან კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, რადგან ზუსტად იცის, რამდენიმე დღეში ეს თემა მოგვარდება, არჩევნებამდე დიდი დროა და მას ექნება საშუალება წარმოადგინოს საკუთარი პროექტი ამის დაფინანსების ორგანიზების თაობაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.