„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვის დაწყებამდე უტა ივანიშვილს მიმართავს.
„მინდა, უტა ივანიშვილს მივმართო – თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმესთან დაკავშირებით გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები“, – აცხადებს იოსელიანი.
შეგახსსენებთ, ენმ-ის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ორი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ საბოდიშო ვიდეოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიდეოს ჩაწერამდე იოსელიანს საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და შემდეგ გაიტაცეს.
8 ივნისს, იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, 7 წლის წინ მის პერსონალურ ცხოვრებაზე გაკეთებული კომენტარის გამო, რომელზეც საჯარო ბოდიში ადრევე მოხდილი ჰქონდა.