წუხელ, საღამოს, ბავშვი სოფელ ხუნწიდან ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა წაიღო. დანი თოფურიას 5 საათის განმავლობაში, ღამის 12 საათამდე, ეძებდნენ.
AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ერთ-ერთმა ადგილობრივმა გუშინდელი ამბის დეტალებზე ისაუბრა.
„ – დანი და მეზობლის ბავშვი, ასევე მცირეწლოვანი, საღამოს უფროსების გაუფრთხილებლად გასულან სახლიდან, მდინარეზე. ლამის წუთებში მოხდა ყველაფერი, თორემ, როგორც ვიცი, ბავშვები მაშინვე მოიკითხეს და დაუძახეს, მაგრამ ხელში მარტო დანის მეგობარი შერჩათ, რომელიც იმდენად შეშინებული და შეძრწუნებული იყო, წესიერად ვერც ათქმევინეს, რა მოხდა და როგორ მოხდა. ბოლოს მამამ ბავშვი მდინარეზე გაიყვანა, მოფერებით და დაყვავებით აჩვენებინა ის ადგილი, საიდანაც ბავშვი წყალმა წაიღო. ალბათ, ფეხი დაუცდა მდინარის ნაპირას…
ბავშვი იმდენად შეშინებული და დადუმებული იყო, ვერაფერს ამბობდა. მდინარეზე რომ გაიყვანეს, მაშინ მიუთითა ის ადგილი, საიდანაც დანი წყალმა წაიღო. ეს იყო, დაახლოებით, საღამოს 7 საათი. ამის შემდეგ ბავშვის ოჯახმა, სოფელმა და მთელი რეგიონის მაშველებმა დაიწყეს ძებნა. რამდენიმე ათეული მაშველი ეძებდა. სოფელი, თავისთავად ეძებდა, თითქმის ყველა მცხოვრები, ვისაც კი სიარული შეეძლო… კითხვა განაგრძეთ ბმულზე