საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და წევრების იტალიაში, საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებით ვიზიტს ეხმაურება.
„ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს !!!
მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, გალობელთა გუნდის ჩაყვანით ესეიგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას?
ერთი იმით რომ აჩვენონ ხალხს, რომ მათზე სანქციები არ მუშაობს და სადაც უნდათ ჩადიან და შოპინგობენ.
მეორე რომ არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია ( მაგრამ ნებისმიერი სურათი თუ ხელისჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი და ფას დაუდებელი გახდა და აფრიალებენ ამ სურათებს ამიტომ)
ყველაფერი მოკლედ იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა რომ ყველაცერი კარგად და ძველებურად გრძელდება! რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს?“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, იტალიაში იმყებიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრები.