თბილისის მეტროსადგურ “ვარკეთილში” და “სამგორში” მოძრაობა განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
“ტექნიკური ხარვეზი იყო, ვერ ვემსახურებოდით მგზავრებს “სამგორსა” და “ვარკეთილში”, თუმცა მოძრაობა ახლა განახლებულია,” – უთხრეს “მეტრონომს” პრესსამსახურში.
ცნობისთვის, მეტროსადგურ “ვარკეთილში” და “სამგორში” მეტრო შეფერხებით მუშაობდა.
როგორც მოქალაქეებმა თქვეს, მატარებელს დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ, თუმცა არ მოვიდა.