“ეს როტაცია არის შსს-ში დასაქმებული ადამიანების თვალების ასახვევად და ასევე საზოგადოებაში ნდობის აღსადგენად– ასე ეხმაურება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი შსს-ში დაწყებულ საკადრო წმენდას.
შაიშმელაშვილის თქმით, “ეს ადამიანები კი არ დააქვეითეს, უბრალოდ ჩრდილში გადაიყვანეს“.
გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გადაცემა “რეაქციაში“ ზვიად ხარაზიშვილის მომავალზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ “ის აქციებზე ტიტუშკების უფროსად მოგვევლინოს“.
“როცა გომელაური წავიდა, ფაქტი იყო, რომ ხარაზიშვილი არ გაჩერდებოდა და გაყვებოდა მას, შემადგენლობასთან ერთად. ორად შეიძლება ამ ამბის გაყოფა-ერთი რომ ეს ადამიანები არ დაუქვეითებიათ, მათთვის ძალიან დიდი კომფორტია, ჩრდილში გადასვლა, რადგან დღევანდელი ხელისუფლება, ვისაც გაწევს თანამდებობიდან, ყველა პრივილეგია და ხელფასი შეუნარჩუდება. სად წავა ხარაზიშვილი ძნელი ამოსაცნობი არ არის, ის, შესაძლოა, აქციებზე ახალი ტიტუშკების მმართველად მოგველინოს. გადაადგილებები შსს-ში ჰგავს რას იცით, საბურავებს რომ უცვლი მაქნანას, უკანას რომ წინ გადმოიტანენ და ამით ცდილობენ დააბალანსონ, მაგრამ ვერაფერს შეცვლიან, ისინი არიან ავტორიტეტშელახულები და საკუთარი თავის რეინკარნაციას ვეღარ მოახდენენ. მით უფრო სისტემის გაჯანსაღებას,- ამბობს ის.
რაც შეეხება ვაჟა სირაძის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე- შაიშმელაშვილი ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი “სწორედ იქ წავიდა, სადაც მისი დიდი ხნის ოცნება იყო.“
“ვაჟა იქ წავიდა, სადაც მისი დიდი ხნის ოცნება იყო. ალბათ თვითონ დააყენა საკითხი, სად უნდოდა. ეს როტაცია არის შსს-ში დასაქმებული ადამიანების თვალების ასახვევად. თანამშრომლებს შორის დიდი უკმაყოფილებაა და ცდილობენ, ამ საკადრო გადაადგილებებით თავიანთ თანამშრომლებზე მოახდინონ გავლენა, ასევე საზოგადოებაში აღიდგინონ ნდობის ხარისხი, რაც წლების წინ ჰქონდა, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ამის რესურსი არ გააჩნიათ,- აღნიშნა მან.
ცნობილი გახდა, რომ გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი აღარ არის. “ხარებას” თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.
