Tuesday, November 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს საშინელებაა და გაჩუმება უბრალოდ შეუძლებელია”- რას ამბობს არქიმანდრიტი დოროთე

June 10, 2025
“ეს საშინელებაა და გაჩუმება უბრალოდ შეუძლებელია”- რას ამბობს არქიმანდრიტი დოროთე
ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილმა დავით ქაშიაშვილთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა, მასთან მიმართებაში ეკლესიის როლსა და ხელისუფლების  ქმედებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეკლესია არ არის ვალდებული “მთავრობა აქოს.” იგი ფიქრობს, რომ საპატრიარქოში შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლების წინააღმდეგ მთავრობას შესაძლოა გარკვეული კომპრომატი ჰქონდეს, ან, პირიქით, ხელისუფლება მას “რაღაცას აძლევდეს.”

“ეკლესია არ არის ვალდებული იმაში, რომ მთავრობა აქოს. როცა ხალხს, როლებიც ჩვენი ეკლესიის შვლები არიან ასე ცუდად ექცევიან, რა უფლება მაქვს ვთქვა, რომ ეს მთავრობის პრეროგატივაა. პირიქით, მთავრობამ თავისი ხალხი უნდა დაიცვას გარე და შიდა მტრისაგან. როცა მთავრობა ხდება მტერი, მოძალადე, ეს საშინელებაა და გაჩუმება უბრალოდ შეუძლებელია. რამ უნდა შეგაშინოს ეს რომ არ თქვა? როცა 17 წლის ბავშვები ისეთ წერილებს წერენ ციხიდან და ისე მედგრად და თავგანწირვით დგანან, მათ არ ეშინიათ სიკვდილის და მე რატომ უნდა შემეშინდეს? ალბათ ვიღაცას [ეკლესიაში] რაღაცის დაკარგვის ეშინია. შეიძლება მთავრობას მის წინააღმდეგ რაღაც აქვს, ან აძლევენ რაღაცას, – თქვა მან.

არქიმანდრიტი დოროთე ამბობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. რაც შეეხება პროტესტს, მისი თქმით, შეუძლებელია მისი გაჩერება, ხალხის დამარცხება.

იგი შეეხო უკრაინის ომსაც და დასძინა, რომ სწორედ უკრაინელები არიან ისინი, ვინც ახლა სისხლის ფასად იბრძვიან დემოკრატიისთვის. ხოლო მათი გამარჯვება საქართველოსაც თავისუფლებას მოუტანს. ეს კი, მისი თქმით, ყველაზე მეტად იმათ არ აძლევს ხელს, ვინც “ნარატივებს იმეორებს და რუსული კანონები შემოაქვს”.

“ხელისუფლების მოქმედებები არავის მოსწონს. მთავრობა ცდილობს ხალხი დააშინოს. შეუძლებელია, ეს სიტყვა გააჩუმო, დაამარცხო. შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, მაგრამ ხალხი არ გაჩერდება. ისინი [ხელისუფლება], ფაქტობრივად, ჰარაკირის იკეთებენ. 30 წლის შემდეგ არ მეგონა, თუ შესაძლებელი იყო გვეპოვა ამდენი ადამიანი, რომლების პირს რუსეთისკენ იბრუნებდნენ, ამდენ ღალატს ჩაიდენდნენ. მაგრამ ამდენი გონს მოსული ხალხი საქართველოში არცერთი რევოლუციის დროს არ ყოფილა. ყველა თაობა ხედავს ბნელსაც და ნათელსაც. ამდენი თავისუფლებას მოწყრებული ახალგაზრდა გვაქვს და ვერ დავიჯერებ, რომ ისინი წააგებენ. უკრაინა ცეცხლითა და ტყვიით და ჩვენ სიტყვით ვიბრძვით დემოკრატიისთვის. თავისუფლებისთვის ასე მებრძოლი, თან ამდენი ადამიანი, არცერთ ერს არ ჰყავს, მხოლოდ უკრაინას და ჩვენ, – ამბობს არქიმანდრიტი.

იგი შეეხო მზია ამაღლობელის საკითხსაც.

“თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინც მზია [ამაღლობელი] დაიჭირა, იმან მზია უფრო გაანადგურა, თუ ის პოლიციელი, რომელსაც ლოყა აუწითლდა და ამის გამო, ქალი ციხეში ჩასვა. მოვლენებს ასე უნდა დავუკვირდეთ. მაგალითად, ქართველ კაცს რომ ჰკითხო, რომლის ადგილას დადგებოდა, ყველა, ცხადია, მზიას აირჩევს.

თვითონაც ხომ იციან, რომ მოსახლეობის, მინიმუმ, 70%-ს მათ ვერ იტანს. კი, იტყუებიან, ხალხმა მოგვცა ხმაო, მაგრამ იციან, რომ ამასაც იტყუებიან. როცა ეს იცი, ზუსტად მაშინ მიდიხარ ეკლესიაში და მაშინ აძლევს მიწებს – შენი ბოროტების გასამართლებლად – გინდა, რომ ეკლესია გვერდით ამოიყენო. ეს ყველაზე დიდი ბრძოლაა ეკლესიისთვის, ეს მისი დაცემა, განადგურებაა. ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რასაც მთავრობა აკეთებს. თითქოს მორწმუნეები არიან. ხალხი ამათ რომ დაინახავს მერე ეკლესიასაც აკნინებენ. ბოლოს მათი შვილებიც შემოუერთდებიან ამათ [პროტესტს], რადგანაც ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ეს ქვეყანა”, – თქვა მან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი უარესდება – მეტეოროლოგის გაფრთხილება
  • 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი ამინდი იქნება თვის ბოლომდე საქართველოში – განახლებული პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge