ჟურნალისტი ვიკა ბუკია “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს:
“კალაძეც ხომ არ დაწერს ბარემ რამეს 7 ნოემბერზე? ასეთი ყალბები როგორ ხართ? მურუსიძეები კი, მაგრამ თქვენ არ გააგრძელეთ? მეგის ქარდავების მოადგილეები კანდიდატებად არ აქციეთ?! – ჩიქოვანები და კოცნელიძეები; საკუთარ ამომრჩეველს შეამოახაზინეთ ეს ხალხი. რას იბღინძებით? თბილისის მერობის კანდიდატი მაინც არ გყავდეთ 7 ნოემბრის და სანდრო გირგვლიანის მკვლელების გამპრავებელი.და ოპოზიციას მეტი ფიქრი მართებს. და კალენდარში ჩახედვა. კვირა რომ 7 ნოემბერია და ძალიან მძიმე თარიღი გახარებული ქოცებისგან არ უნდა გაგეგოთ”, – წერს ბუკია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის შეკრებაზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.
როგორც „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აქცია ნამდვილად იქნება, 6 ან 8 ნოემბერს, თუმცა 7 ნოემბერს არ უნდა იყოს.