მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე instagram-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ის და მისი მეუღლე, დავით კოდუა ბარსელონაში, მაროკოელებმა გაქურდეს.
„აქ ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ თავს დაგვესხმებიან და 15 წუთში ოქროს საათს დავკარგავთ…… 😞 სანამ ბარსელონას ქუჩის 92 წლის მხატვარი მელნით დათოს სილუეტს ხატავდა, მეორე მხრიდან მაროკოელი ქურდები მაჯებზე გვითვალთვალებენ……. გაინტერესებთ რა მოხდება როცა კაფეს დავტოვებთ?“, – წერს პაიჭაძე.