„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე მედიასთან ინტერვიუში საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.
„ალბათ, 90%-ზე მეტი გარკვეული როტაცია იყო. ბუნებრივია, ამას მივესალმებით – რადგან, მე მიმაჩნია, რომ 6, 7 და 10 წელი ერთი და იგივე თანამდებობაზე, განსაკუთრებით აღმასრულებელ რგოლში, საპოლიციო და მსგავს უწყებებში, ადამიანი არ უნდა მუშაობდეს […]
ამ ცვლილებებს პროფესიონალები აკეთებენ. ამ საქმეში, გეკა გელაძეც ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, საკადრო გადაადგილებებსაც სწორად გააკეთებს“, – თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი გადადგა. მას რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.