თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ბიძგების სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:15 საათზე დაფიქსირდა.
ბიძგების ეპიცენტრი 7.71 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.