ავსტრიის ქალაქ გრაცში, სკოლაში, სროლა იყო, – რის შედეგადაც, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ავსტრიის სახელმწიფო მაუწყებელი ORF ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მოსწავლეა, რომელმაც, სავარაუდოდ, თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა.