UFC-იმ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.
ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი მეორე ადგილს იკავებს.
რეიტინგში მეორე ადგილი დვალიშვილის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ის ახლა მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.
შეგახსენებთ, 8 ივნისს, სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში, ქართველმა სპორტსმენმა შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მეორედ დაიცვა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ილია თოფურიამ.
UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):
1. ისლამ მახაჩევი (რუსეთი)
2. მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
3. ჯონ ჯონსი (აშშ)
4. ილია თოფურია (საქართველო)
5. დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
6. მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)
7. ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
8. ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)
9. ალექს პერეირა (ბრაზილია)
10. ალექსანდერ პანტოჟა (ბრაზილია)
11. ტომ ასპინალი (ინგლისი)
12. მაქს ჰოლოუეი (აშშ)
13. ბელალ მუჰამედი (აშშ)
14. ჩარლზ ოლივეირა (ბრაზილია)
15. არმან ცარუკიანი (სომხეთი)