მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს:
“14 ივნისის პროგნოზზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვინაიდან ბევრი გეგმავთ ექსკურსიას, ქორწილს და გარე აქტივობებს, გთავაზობთ დაწვრილებით ინფორმაციას. შაბათ-კვირას საქართველოში მგზავრობისთვის არახელსაყრელი მეტეო პირობები იქნება.
14 ივნისს დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან, 15 ში კი პირიქით დასავლეთში ზოგან და აღმოსავლეთში ყველგან – მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.
დასავლეთიდან ვინც აღმოსავლეთში გეგმავთ გამგზავრებას, 14 ივნისს კახეთში გვიან დღის ბოლომდე არ იწვიმებს.
მოსალოდნელი პროგნოზიდან გამომდინარე მიზანშეწონილია უქმე დღეებში ექსკურსიების დაგეგმვისგან თავი შეიკავოთ, ხოლო ვისაც ქორწილის აღნიშვნა გაქვთ დაგეგმილი ღია ცის ქვეშ მიიღეთ შესაბამისი ზომები.
ამინდი ვერ გაჩუქეთ კარგი, მაგრამ ცხოვრებას გისურვებთ ნათელს და მზიანს.” – წერს კობა ფარტენაძე.