Monday, December 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეს პირველივე შეხვედრიდან ვიგრძენი… ყოველთვის ჩემს გულში იქნება – ზურაბ ხაჩიძე ბადრი პატარკაციშვილზე

November 1, 2021
ეს პირველივე შეხვედრიდან ვიგრძენი… ყოველთვის ჩემს გულში იქნება – ზურაბ ხაჩიძე ბადრი პატარკაციშვილზე

მომღერალი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, ზურაბ ხაჩიძე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის შესახებ ზურაბ ხაჩიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“დღეს ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა! კაცი, რომელიც სიგიჟემდე შეყვარებული იყო საქართველოზე და ქართველზე. იყო ძალიან მაგარი მეგობარი, ეს სიყვარული პირველივე შეხვედრიდან დავინახე და ვიგრძენი.

თბილისში დაბადებულმა ბადრიმ მოახერხა ის, რომ გახდა მსოფლიო მასშტაბის კაცი და ყველას სიყვარულით, გულწრფელად დაანახა ქართველი კაცის ხასიათი.

მის ქველმოქმედებაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ეს ისედაც ყველამ იცის და სიაც უზომოდ ბევრია.

ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს, სნეულს და შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანს. მას არც დედა ეკლესია გამორჩენია და გვერდით ედგა მის უწმინდესობას ჩვენი გაბნეული სიწმინდეების დასაბრუნებლად.

მინდა ქალბატონ ნათელას, მის დედას მადლობა ვუთხრა ასეთი კაცის გაზრდისთვის.
ბადრი იყო, არის და იქნება ყოველთვის ჩემს გულში.

“ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
შენი ვარ შენთვის მოვკვდები შენზედვე მგლოვიარეო”, – წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

31 ოქტომბერს, ბადრი პატარკაციშვილს 66 წელი შეუსრულდებოდა. ის ტელეკომპანია “იმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი გახლდათ.

ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. რაც შეეხება  “იმედს” , 2007 წელს დარბევის შემდეგ, მას კომპანია წაართვეს და მფლობელს ის 2012 წელს დაუბრუნდა.

ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს, 52 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.

2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების თანახმად, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბიზნესმენის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, მათივე ინფორმაციით, იგეგმებოდა პატარკაციშვილის დაცვის წევრის გადაბირებაც.

აღნიშნული საქმის ფარგლებში, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებას ედავებიან. ამასთან, ჩანაწერების თანახმად, ბიზნესმენის ლიკვიდაცია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge