„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გოირგი ბაჩიაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის გატაცებაში მონაწილეობდა სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილი.
მისი თქმით, ბორტზე, რომლითაც ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, ოხანაშვილი იმყოფებოდა.
„ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება“, – ამბობს ის.
შეგახსენებთ, 29 მაისის პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილი ისაუბრა, როგორ აღმოჩნდა საქართველოში.